11 X 11
სპორტული პორტალი

ვიცე-პრემიერი: ჩვენს ფეხბურთელებს სახლებიდან „ვუბალეშჩიკოთ“

0

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გასამართ მატჩზე ისაუბრა.

„თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფეხბურთელებს და დიდ წარმატებას მივაღწიოთ ევროპის ასპარეზზე. მაგრამ თუ ჩვენ ვადარებთ პოლიტიკურ პროცესს თამაშს, პოლიტიკური პროცესი არის თითოეული ჩვენგანის საკონსტიტუციო უფლება. არჩევნებში მოანაწილეობის მიღება არის ყველაზე დიდი პრივილეგია, რომელიც მოქალაქეს აქვს. საარჩევნო პროცესი ნამდვილად განცალკევებულად და მაღალ დონეზე დგას. სწორედ იმის გამო, რომ არ შეგვიძლია პოლიტიკური პროცესის შეზღუდვა და აკრძალვა თუნდაც იმის გამო, რომ მოქალაქეს არ უკეთია პირბადე, სწორედ ამიტომ ასე აქტიურად მოვუწოდებთ პოლიტიკურ პროცესში ჩართულ პირებს, რომ ყველა წესი დაიცვან. მაგრამ, როდესაც ვსაუბრობთ ფეხბურთსა და კულტურულ ღონისძებებზე, ეს არის ის, რისი შეზღუდვაც შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი რთული ფორმა გვაქვს. როდესაც ვსაუბრობთ იმ შესაძლო რაოდენობაზე, რა ლიმიტიც UEFA-ს მიერაა დაწესებული, რომ დასწრება უნდა მოხდეს გულშემატკივრების არაუმეტეს 30%-სა, იმავე რეკომენდაციაშია მითითებული, რომ ეს რაოდენობა განსაზღვრული უნდა იყოს თითოეული ქვეყნის მიერ. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე გვიწევს ამ მატჩის გულშემატკივრების გარეშე ჩატარება. გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა და ჩვენს ფეხბურთელებს „ვუბალეშჩიკოთ“ სახლებიდან და ამით დარწმუნებული ვარ, ისინი უარესად არ ითამაშებენ“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო