11 X 11
სპორტული პორტალი

სერხიო რამოსმა ასიდან ერთი მაინც გამოარჩია

0

მადრიდის „რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა ბლანკოსის მაისურით მეასე გოლი გაიტანა, რაც მცველისათვის დიდებული შედეგია. როდესაც ესპანელი ჟურნალისტები დაეკითხნენ, რომელი ეძვირფასება ყველაზე მეტად, მიუგო, რომ გამორჩევა არ შეუძლია, მაგრამ ერთი გოლი მაინც განსაკუთრებულია, რომელმაც დიდწილად განსაზღვრა კიდეც მისი კარიერა. ეს 2014 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ატლეტიკოს“ კარში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი გახლავთ, რის შემდეგ თამაში ოვერტაიმში გაგრძელდა და „რეალმა“ 4:1 გაიმარჯვა. მაშინ სამეფო გუნდმა ჩემპიონთა ლიგა 12-წლიანი შესვენების შემდეგ მოიგო.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო