11 X 11
სპორტული პორტალი

ფარერების საფეხბურთო ნაკრებში დებიუტი ხელბურთელს ჰქონდა

0

ამხანაგურ შეხვედრაში ლიეტუვას ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ფარერების კუნძულების გუნდს უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

ამ შეხვედრის შესახებ არაფერს დავწერდით, რომ არა ერთი საინტერეო ფაქტი – ჩრდილოელთა რიგებში დებიუტი ჰილმარ ლეონ იაკობსენს ჰქონდა.

ალბათ არც ეს სახელი გეუბნებათ არაფერს, თუმცა გეტყვით, რომ ჰილმარი 2020 წელს ფარერების ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა.

1997 წელს დაბადებულმა ფორვარდმა, რომელიც ადგილობრივ “ტორშავნში” თამაშობს (ბოლო თამაშში “დინამოს” განმადგურებელ “კლაკსვიკთან” გასვლაზე ფრედ ითამაშა) შეხვედრა სრულად ჩაატარა. აი, “კლაკსვიკიდან” კი არავის უთამაშია…

არ გეგონოთ მე-4 შემადგენლობით გამოვიდნენო…დანიისა და ნორვეგიის უმაღლესი ლიგების ფეხბურთელები იყვნენ ძირითადში…

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო