11 X 11
სპორტული პორტალი

გურულებმა მთელი დუნია გადარიეს – “ლანჩხუთმა” გასვლაზე მორიგ ფავორიტს მოუგო

0

დღეს, 19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონი ქალთა ფეხბურთში “ლანჩხუთი” რუმინეთის ჩემპიონ “კლუჟს” დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას ერთადერთი გატანილი გოლით დაამარცხა უპირობო ფავორიტი.

გურულმა გოგონებმა თამაში მძიმედ დაიწყეს, მასპინძლებმა კი, პირიქით, აქიტიურად და ხშირად უტევდნენ კიდეც, თუმცა “ლანჩხუთის” კართან ასპროცენტიანი მომენტი არ შეუქმნიათ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქართველთა მეკარე საიმედოდ თამაშობდა და რამდენიმე ბურთიც მოიგერია.

გურულმა გოგონებმა პირველივე ტაიმში მოახერხეს გოლის გატანა, თუმცა გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომრეობა დააფიქსირა. ამ მომენტიდან 1 წუთში ლანჩხუთელთა ლიდერ ხატია ჭყონიას კარგი შანსი შეექმნა,მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

მეორე ნახევარში კი “კლუჟის” შეტევების სიმწვავემ იკლო, ქართველთა მეკარე ისევ კარგად თამაშობდა. 68-ე წუთზე კი ჭყონიამ გრძელი გადაცემა მიიღო, მეტოქეს გასცდა, ერთიერთზე გავიდა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.

გაშვებული გოლის შემდეგ რუმინელებმა უფრო აქტიურად შეუტიეს, თუმცა რეალური საგოლე მომენტი მხოლოდ ორჯერ შეექმნათ – 88-ე წუთზე მირეამ არაზუსტად დაარტყა, ხოლო ბოლო წამზე ლანჩხუთელებმა ცარიელი კარიდან გამოიტანეს ბურთი და თამაშიც დამთავრდა.

ამრიგად, “ლანჩხუთი” ისტორიის წერას განაგრძობს და ჩემპიონთა ლიგის “ნოკაუტის” ეტაპზე გავიდა. ქართველი გოგონების მეტოქე 24 ნოემბერს გახდება ცნობილი. პირველი შეხვედრები 8-9 დეკემბერს გაიმართება, საპასუხო მატჩები კი 15-16 დეკემბერს.

19 ნეომბერი, კლუჟ არენა

კლუჟი – ლანჩხუთი 0:1

0:1 ჭყონია (68)

ლანჩხუთი: გაბუნია, ალელიშვილი, ჩხარტიშვილი, ჭყონია(წოწერია, 90+3), დანელია, დიმოპოულო(ნარსია, 78), გასვიანი, გუჯაბიძე, კალანდაძე, ხაბურძანია, თოდაძე

მთვარი მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო