11 X 11
სპორტული პორტალი

ზიდანს ალაბა უნდა, ალაბას დიდი ხელფასი

0

ავსტრიელი ცენტრალური მცველი დავიდ ალაბა მიუნხენის “ბაიერნს” ახალ კონტრაქტზე ვერ შეუთანხმდა, რადგან კლუბი მის მიერ მოთხოვნილი მაღალი ხელფასის გადახდაზე მტკიცე უარზე დადგა. ამიტომ მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი პირადად დაკავშირებია ფეხბურთელს და მათ გუნდში გადასვლა შეუთავაზებია, მაგრამ ისიც უთქვამს, რომ სახელფასო მადა უნდა დაიცხროს. ალაბას გარკვეული პასუხი არ მიუცია და ალბათ, სამეფო გუნდში არც გადავა, რადგან როგორც ფრანგული მედია წერს, მის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას პსჟ აპირებს და ზაფხულში ალაბას დიდი ალბათობით პარიზულ კლუბში ვიხილავთ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო