11 X 11
სპორტული პორტალი

რაღაცით უკეთესი და რაღაცით უარესი

0

უელსი-საქართველო 18:0

8 ერის თასზე უელსისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩმა ბევრად უკეთესი შთაბეჭდილება დაგვიტოვა, ვიდრე წინა ორმა, შოტლანდიასთან და ინგლისთან ჩატარებულმა და უშანსოდ წაგებულებმა. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ დღევანდელი უელსი ის აღარაა რაც იყო და შეიძლება ასეცაა, მაგრამ ამ რანგის გუნდთან თამაშმა აჩვენა, რომ ჩვენი მოთამაშეები ნელ-ნელა უღებენ ალღოს მათ სათამაშო ტემპსა და რიტმს, ხოლო ტაქტიკურ გადანაცვლებებს მეტად დროულად ახორციელებენ. ამის მაგალითი გახლდათ მეორე ტაიმში ბორჯღალოსანთა მიერ რამდენიმეჯერ შეცვლილი ტაქტიკა. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ პირწმინდად დავთმეთ ჩვენი მთავარი იარაღი – შერკინება და რომ ის წესრიგში გვქონოდა, შესაძლებელია ანგარიში სხვაგვარი ყოფილიყო.

შემდეგ მატჩს ჩვენი ნაკრები ირლანდიასთან გამართავს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო