11 X 11
სპორტული პორტალი

კმაყოფილი სერესო და დამნაშავე კუმანი

0

მადრიდის “ატლეტიკოს” მიერ “ბარსელონას” დამარცხებამ ფრიად გაახარა როხიბლანკოს პრეზიდენტი ენრიკო სერესო, რომელმაც შეაქო თავისი გუნდი, განსაკუთრებით მოუწონა მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაში და მადლობა გადაუხადა მწვრთნელსა და ფეხბურთელებს. სხვათა შორის, “ატლეტიკოს” დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით აქამდე 18 მატჩია არ მოეგო კატალონიელებისათვის. “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა წაგებისათვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ბრძანა, როდესაც გუნდი აგებს, დამნაშავე მხოლოდ მწვრთნელია და ეს მისთვის სიგნალია, რომ უკეთ იმუშაოსო.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო