11 X 11
სპორტული პორტალი

ფიფას ვიცე-პრეზიდენტი გადააყენეს

0

ფიფამ უფლებამოსილება შეუწყვიტა, თანამდებობიდან გადააყენა და საფეხბურთო საქმიანობა 5 წლით აუკრძალა აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციის პრეზიდენტსა და ამავე დროს ფიფას ვიცე-პრეზიდენტს აჰმად აჰმადს. მიზეზი, რასაკვირველია, კორუფციაა. გამოძიება აჰმად აჰმადის საქმიანობის შესახებ 2017-დან 2019 წლის ჩათვლით მიმდინარეობდა და მრავალი საფინანსო დარღვევა და თანხების მითვისება აღმოაჩინა.

თავად 60 წლის აჰმადი ბრალდებას უარყოფს. მან პოსტზე 2017 წელს არანაკლებ “სახელგავარდნილი” ისა ჰაიატუ შეცვალა და იქიდანვე შედგომია ფულის მითვისებას. ის მეორედაც აპირებდა კენჭისყრას, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუგდეს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო