11 X 11
სპორტული პორტალი

მიულერი ნაკრებში დასაბრუნებლად მზადაა

0

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა შარშან გამოაცხადა, რომ ბუნდესგუნდში 100 მატჩის ჩამტარებელ მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველს ტომას მიულერს, თანაგუნდელ მცველებთან, მატს ჰუმელსთან და ჯერომ ბოატენგთან ერთად აღარ მიიწვევს, რადგან გუნდის გაახალგაზრდავებას აპირებს, მიულერს, რომელსაც ენას არ უგვალავს, აქამდე არაფერი უთქვამს, მაგრამ მას შემდეგ, რაც იოგის ხელმძღვანელობით გაახალგაზრდავებულმა გერმანიის ნაკრებმა ესპანეთთან 0:6 წააგო, ვეღარ მოითმინა და მისთვის უჩვეულო დელიკატურობით განაცხადა, რომ გული დაეწვა ბუნდესმანშაფტის უსუსურობით და მზადაა ნებისმიერ დროს დაუბრუნდეს ეროვნულ გუნდს. ახლა ლიოვის პასუხს ველოდებით.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო