11 X 11
სპორტული პორტალი

მარადონას იურისტი იჩივლებს

0

დიეგო მარადონას პირადმა იურისტმა მათიას მორლამ განაცხადა, რომ მისი მეგობრისა და კლიენტის სიკვდილში დამნაშავეები ის პირები არიან, რომლებსაც მისი მეთვალყურეობა ევალებოდათ და კიდევ სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რომლებიც გამოძახებიდან ნახევარი საათის სემდეგ მივიდნენ ადგილზე. “აუხსნელია ის ფაქტი, რომ მარადონა მთელი 20 საათის განმავლობაში ექიმი-სპეციალისტის მეთვალყურეობის გარეშე იყო და ამის უზრუნველყოფა მასთან მყოფ პირებს ევალებოდათ. ამასთან, სასწრაფო დახმარება მთელი ნახევარი საათი გზაში იყო. ეს დანაშაულებრივი იდიოტიზმია. მე ამ ყველაფრის გამოძიებას მოვითხოვ და ყველა დამნაშავეს პასუხს ვაგებინებ”, – დაიმუქრამათიას მორლა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო