ეროვნული ნაკრების დილის ვარჯიში – შენგელია ჰელსინკში 15:00 საათზე ჩაფრინდა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთის ქალაქ ესპოოს “Metro არენაზე” მორიგი ვარჯიში დღეს გამართა. დილის ვარჯიში ხანმოკლე იყო და მხოლოდ 45 წუთს გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა გუნდი კომბინაციების გათამაშებაში ავარჯიშეს.