ევროპა ლიგა. ქართველებმა რა ჰქმნეს?
ევროპა ლიგის მეოთხე ტურში “ქართულმა გუნდებმა” მიიღეს მონაწილეობა.
ვოლფსბერგერი – დინამო (ზაგრები) 0:3. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელი იყო ლუკა ლოჩოშვილი, გურამ გიორბელიძე კი 82-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
სპარტა – სელტიკი 4:1. პრაღულ გუნდში სათადარიგო იყო ივა გელაშვილი.
გენტი – ცრვენა ზვეზდა 0:2. მასპინძელთა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია.
სტანდარდი – ლეხი 2:1. პოზნანელთა გუნდში 83-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ნიკა კაჭარავა.
პსვ – პაოკი 3:2. ბერძნული გუნდის ქართველი ლეგიონერი ნიკა ნინუა სათადარიგო იყო.