ბარსელონა ფეხბურთელებს ხელფასებზე მოურიგდა
ბლაუგრანას ოფიციალურმა საიტმა გვამცნო, რომ კლუბის ხელმძღვანელობა და ფეხბურთელები შეთანხმდნენ არა ხელფასის დაკლებაზე, არამედ მის გადავადებაზე. აქამდე ყველა მოთამაშეს ჯამაგირი 10%-ით შეუმცირეს, ზოგიერთი 30%-იან დაკლებაზეც დაითანხმეს. ახალი შეთანხმებით, ფიქსირებული გასამრჯელოს ნაწილს, 122 მილიონ ევროს, ფებურთელები მხოლოდ სამი წლის შემდეგ მიიღებენ. ეს ვალებში მყოფი კლუბისათვის გარკვეული შეღავათია.