11 X 11
სპორტული პორტალი

„ელანდ როუდზე“ ჯეკი ჩარლტონის ტრიბუნაა

0

„ლიდსის“ ოფიციალურ საიტზე დაიდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბის სტადიონ „ელანდ როუდის“ აღმოსავლეთ ტრიბუნას ჯეკი ჩარლტონის სახელი ეწოდა.

ჯეკი ჩარლტონი ბობი ჩარლტონის უფროსი ძმა იყო, რომელიც ამა წლის ივლისში, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან მთელი კარიერა (1952-1973 წწ) „ლიდსში“ გაატარა, ითამაშა 629 მატჩი და 70 გოლი გაიტანა. ამპლუით ნახევარმცველი გახლდათ. გუნდთან ერთად 1968 წელს მოიგო ლიგის თასი, 1969 წელს გახდა ინგლისის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი, 1972 წელს ინგლისის თასი, ხოლო 1968 და 1971 წელს ბაზრობათა თასი აღმართა. 1966 წელს ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო