ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი რონალდო სერია A-ს მე-9 ტურში “ბენევენტოსთან” არ ითამაშებს. გუნდის მწვრთნელმა ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ კრიშტიანო ცოტა დაიღალა და დასვენება სჭირდება.
მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატზე 5 მატჩში მან 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
“ბენევენტოსა” და “იუვენტუსის” მატჩი 28 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.