11 X 11
სპორტული პორტალი

თორნიკე შენგელიამ ფინეთში ნაკრებთან პირველად ივარჯიშა

0

საქართველოს ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა. 27 ნოემბერს, დღის 4 საათზე გუნდს შემოუერთდა თორნიკე შენგელია, რომელმაც მოსკოვიდან ჰელსინკამდე გზაში 10 საათზე მეტი გაატარა. პანდემიის გამო ავიარეისები გამუდმებით უქმდება და საბოლოოდ შენგელიას რუსეთის მოსაზღვრე ფინეთამდე მგზავრობა ფრანკფურტის გავლით მოუწია.

ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა სასტუმროში არასრული 2 საათი დაისვენა და ჩვენს გუნდს ქალაქ ესპოოს Metro არენაზე სავარჯიშოდ გაჰყვა. საქართველოს ნაკრებმა საათნახევრიანი, ნაყოფიერი ვარჯიში ჩაატარა. ნამგზავრ თორნიკე შენგელიას მხოლოდ მოთელვების, სროლებისა და რამდენიმე მსუბუქი ვარჯიშის გაკეთება მოუხდა.

მოგეხსენებათ, ფინეთში საქართველოს ნაკრების 13 კალათბურთელი იმყოფება და მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი დღეს დაასახელებს იმ 12 მოთამაშეს, რომელიც ფინეთთან მატჩის განაცხადში იქნება.

თამაშის დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები დილას, 11:00 საათზე ივარჯიშებს, ხოლო ფინეთთან მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.

GBF.GE

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო