ვილაშ ბოაში ბიელსაზე აღშფოთდა
„მარსელის“ პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ ბოაში აღაშფოთა „ლიდსის“ თავკაცის მარსელო ბიელსას წლის საუკეთესო მწვრთნელობის კანდიდატად დასახელებამ. მას უსამართლობად მიაჩნია ჩემპიონშიპის გამარჯვებული გუნდის თავკაცის საუკეთესო ხუთეულში შეყვანა, მაშინ როდესაც პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ოთხი ტიტული მოიპოვა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.