11 X 11
სპორტული პორტალი

“დერბი დელა მანდარინა ბრუნდება” – ფანები “შუქურას” უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაზე

0

დღეს, 29 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის ბოლოს წინა ტურის მატჩები გაიმართა და გაირკვა, რომ ქობულეთის “შუქურა” მომავალი სეზონიდან ეროვნულ ლიგაში იასპარეზებს.

ქობულეთლებმა(31 ქულა) საკუთარ მოედანზე “ვიტ-ჯორჯიასთან” 0:1 წააგეს, თუმცა უახლოესმა მდევარმა წყალტუბოს “სამგურალმა” (27 ქულა) ასევე დათმო საკუთარი შეხვედრა და შუქურამაც დაწინაურება გაინაღდა.

“დერბი დელა მანდარინა ბრუნდება” – ხუმრობით გამოეხმაურნენ ფანები ქობულეთლების ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას. ისინი, “დინამოსა” და “შუქურას” მოწნაწილეობით არსებულ აჭარულ დერბის გულისხმობენ.

პლეი-ოფში მოსახვედრად კი ბოლო ტურში სამი გუნდი იბრძოლებს: სამგურალი, “გაგრა” და “რუსთავი”, რომელმაც დღეს თითქმის დაშლილი “არაგვი” 10:0 დაამარცხა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო