ლაპორტამ, მესი 2006 წელს 250 მილიონად არ გავყიდე და არც ახლა გავუშვებო
“ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა 2003-2010 წლებში და ახლა პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟოან ლაპორტამ, თუ მას კლუბის პრეზიდენტად აირჩევენ, კატეგორიულად გამორიცხა ლიონელ მესის გუნდიდან გაშვება. მე ლეო 2006 წელს, იმ დროისთვის ფანტასტიკურ თანხად, მეოთხედ მილიარდ ევროდ არ მივყიდე “ინტერს” და ახლაც არ შეველევიო. გარდა ამისა, ლაპორტას იძახის, რომ აქვს რეალისტური გეგმა თუ როგორ უნდა გამოიყვანოს კლუბი ფინანსური კრიზისიდან.