11 X 11
სპორტული პორტალი

ის მაფიის ისტორიაში საუკეთესო მოკრივე იყო – ალ კაპონესთან მეგობრობდა და 3 ჩემპიონს შეებრძოლა

0

სიახლე არავისთვის არის, რომ მაფიისთვის კრივი მთავარი სპორტი იყო. რატომ უყვარდათ ასე? პირველი, შედეგი მხოლოდ ერთ სპორტსმენზეა დამოკიდებული და ადამიანის მოსყიდვა ან დაშინება მათი მთავარი საქმე იყო, მეორეც, ეს ბრუტალური სპორტია და მათ იმიჯს შეეფერება.

მაფიოზებს შორის, იყო მიკი კოენი, რომელიც პროფესიონალურ რინგზეც გადიოდა. 19 ორთაბრძოლიდან, 3-ჯერ, მსოფლიოს მომავალი ჩემპიონები შეხვდნენ. მიუხედავად კოენის გავლენისა, სამივესთან ნოკაუტით წააგო.

დავიწყოთ თავიდან.

მიკის კრიმინალური საქმიანობა ჯერ კიდევ სკოლიდან დაიწყო. ის ნიუ იორკში დაიბადა, მორწმუნე ებრაელების ოჯახში.

მას სამი ძმა ჰყავდა – ჰარი, ლუისი და სემი. ცხოვრებაში პატიოსანი გზა, აქედან მხოლოდ ერთმა აირჩია. კოენი 1 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა, დედამისი კი ლოს ანჯელესში გადავიდა. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, მიკის სახელს ყველა შიშით ახსენებდა.

ძმებმა კოენებმა პირველი ფული ორთაბრძოლების გაზეთების გადაყიდვით იშოვეს. მალევე დააპატიმრეს, ფარმაციაში მუშაობდა და ალკოჰოლს არალეგალურად ყიდდა. უფროსი ძმის კავშირმა გადაარჩინა და მალე გაათავისუფლეს.

როდესაც ტინეიჯერი გახდა, კრიმინალურ საქმიანობაში თავით გადაეშვა. თავად ალ კაპონემ მოძებნა და ჩიკაგოში მის გუნდთან შეერთება შესთავაზა.

მიკი სხვებისგან არა მხოლოდ ასაკით, არამედ გავლენის სფეროებითაც გამოირჩეოდა. აღმოსავლეთ ნაწილში ის ებრაული მაფიის ერთერთი საკვანძო ფიგურა მალე გახდა.

ამ დროს, კოენისთვის ბოქსი მთავარი გატაცება გახდა. არალეგალურ ბრძოლებში მონაწილეობა ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში მიიღო, 16 წლისა კი პროფესიულ რინგზე გავიდა. ესეც იმიტომ მოახერხა, რომ კრიმინალურ საქმეების გვერდზე გადადება დროებით მოუხდა – ბანქოს თამაშის დროს, რამდენიმე სხვა განგსტერი დახოცა და ციხეში რამდენიმე თვით ჩაჯდა. რატომ ასე ცოტა დროით? მაფიას კავშირები აქვს…

დიდი ფულის წაგების შემდეგ, სწორედ კლივლენდი იყო, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა. მიკი ორ დიდ მაფიოზს – მეიერ ლანსკის და ბაგსი სიგელს დაუახლოვდა, “ებრაულ კლანში” შევიდა და ფულის შოვნა დაიწყო.

ჩხუბში უკომპრომისობის გამო, რინგზე კოენმა მეტსახელიც მიიღო – “განგსტერი მიკი”.

რამდენიმე წარმატებული ორთაბრძოლის შემდეგ, მისი პირველი გამოცდაც დადგა – ტომ პოლის ეჩხუბა, რომელიც 1 წელიწადში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. შედეგი? – სასწაული არ მომხდარა, პოლმა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.

ამის შემდეგ, კოენის სპორტული კარიერა დაღმასვლისკენ წავიდა, 11 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 1 მოიგო და 10-ში დამარცხდა.

მსოფლიოს კიდევ ორ ჩემპიონს ეჩხუბა – ჩელკი რაიტომსა და ალბერტო არიზმენტის, რა თქმა უნდა, ორივემ, მესამე რაუნდში, დაანოკაუტა

მიხვდა რომ სპორტული კარიერა არ აეწყო, მეიერ ლანსკისთან და ბაგსი სიგელთან ლოს ანჯელესში დაბრუნდა და ლას ვეგასში აზარტული თამაშების მშენებლობაში მონაწილეობა მიიღო. სამორინე ფლამინგოს აშენება სწორედ ბაგსი სიგელს უკავშირდება. დასაწყისში, ბიზნესმა არ გაამართლა, თუმცა 1947 წლიდან მაფიისთვის კოლოსალური მოგება მოიტანა.

ამას ბაგსის სიცოცხლე არ გადაურჩენია, ფულის მოპარვაში შეამჩნიეს და მაფიის სხვა ბოსებმა ბევერლი ჰილსში ჩაცხრილეს. ის თვით მეიერ ლანსკიმაც ვერ გადაარჩინა. მეგობრის სიკვდილზე თანხმობა ლაკი ლუჩიანომაც განაცხადა.

კოენი, სიგელისგან განსხვავებით, მეტად ფრთხილი იყო. მან სახლი ნამდვილ ციხესიმაგრედ აქცია და იმ დროისთვის ყველაფერი გააკეთა, რათა თავი უსაფრთხოდ ეგრძნო. გარდა იმისა, რომ სიგნალიზაცია ჰქონდა და იარაღას ინახავდა, ბრონირებული კადილაკითაც დადიოდა.

ის მხოლოდ დაუნდობელი მკვლელი არ ყოფილა, მას ორატორობის ნიჭიც ჰქონდა და ერთერთი ყველაზე ციტირებადი განგსტერია

“ისეთი ადამიანი არ მომიკლავს, რომელიც ამას ჩვენი ცხოვრების წესის მიხედვით ამას არ იმსახურებდა”

“მოუსყიდავი პოლიციელი გაცოფებულ ძაღლს ჰგავს. მას ვერ განკურნავ. ერთადერთი ხსნა ტყვიაა”

კოენის “კარიერის” დაღმასვლა 50-ან წლებში დაიწყო, როდესაც, მისი კუმირის, ალ კაპონეს მსგავსად, გადასახადების თავის არიდების გამო დააკავეს. ის ციხეში 1961 წელს ჩასვეს, იქიდან კი 1972 წელს გამოვიდა. ამის შემდეგ, მხოლოდ 4 წელი იცოცხლა, 62 წლის ასაკში, ძილში გარდაიცვალა.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო