ატლეტიკო სიმეონეს არ შეელევა
გავრცელდა რა ხმა იმის თაობაზე, რომ არგენტინული ფეხბურთის ხელმძღვანელებს, ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დიეგო სიმეონეს დანიშვნა უნდათ, როხიბლანკოს ერთმა წარმომადგენელმა Marca-ს განუცხადა, რომ სიმეონეს კლუბთან კონტრაქტი კიდევ წლინახევრით აქვს დადებული და მის გახანგრძლივებასაც აპირებენ. ასე რომ, სიმეონეს წასვლა გამორიცხულია.