ბელორუსში ფეხბურთელებს ხელფასების ლიმიტს უწესებენ
ბელორუსში აპირებენ ფეხბურთელებს სახელფასო ლიმიტი დაუწესონ. პროექტის მიხედვით, იმათი მაქსიმალური თვიური ხელფასი, ვისაც ეროვნულ ნაკრებში ბოლო ორ წელიწადში მატჩების 50% აქვთ ნათამაშები 4700 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. ამდენივე შეიძლება მიეცეს გუნდის მხოლოდ სამ ლეგიონერს, დანარჩენებს კი ბევრად დაბალი ჯამაგირი დაენიშნება. საერთოდაც, კლუბის ფეხბურთელების სახელფასო ფონდი თვეში დაახლოებით 25 ათასი ევროთი განისაზღვრება.