11 X 11
სპორტული პორტალი

ბენზემას გაასამრთლებენ

0
მადიდის რეალის ფრანგ თავდამსხმელს კარიმ ბენზემას მოუწევს ვერსალის სასამართლოს წინაშე წარდგომა. მას ბრალი ედება ახლა „ოლიმპიაკოსის“ თანამემამულე ფეხბურთელის მატიე ვალბუენას შანტაჟში. რამდენიმე წლის წინათ ვალბუენას გარკვეული პირები აშანტაჟებდნენ მისი ინტიმური ვიდეოს გავრცელებით, ხოლო სატელეფონო საუბარში, რომელიც ჩაწერილია, ბენზემა ვალბუენას ურჩევს შანტაჟისტებს ფული გადაუხადოს. ამ ინციდენტის შემდეგ, ბენზემას საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში აღარ იძახებენ. ბენზემა იმ სატელეფონო საუბარს იმით ხსნიდა, რომ თანაგუნდელთან და კარგ ამხანაგთან სიტუაციას არჩევდნენ და გამოსავლის გზებს სახავდნენ და დაბრალება, თითქოს გამომძალველების თანამოაზრე იყო და მათ ეხმარებოდა, სრული სისულელეა. სასამართლოს უწყების მიღების შემდეგ, ბენზემამ ამ ყველაფერს მასკარადი უწოდა, ის კი არ უთქვამს, აპირებს გამოცხადებას თუ არა.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო