11 X 11
სპორტული პორტალი

კუმანი კმაყოფილი დარჩა

0

“ბილბაოსთან” მოგებული (3:2) მატჩის შემდეგ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

“ძირითადად კმაყოფილი ვარ. ჩემის აზრით თამაშს მთლიანად ვაკონტროლებდით, ჩავარდნების გარეშე. ხასიათიც გამოვავლინეთ, რადგან მიღებული სწრაფი გოლი მალევე გავქვითეთ. კარგი იყო ნახევარდაცვა. ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი და მესი ამ ზონაში განაპირობებდნენ ჩვენს უპირატესობას. ძალიან ნაყოფიერი იყო მესი, არ გაუმართლა, თორებ კიდევ ორი გოლი უნდა გაეტანა. ჩემპიონობის შანსი არ არის დაკარგული და ჩვენი მიზანიც მისთვის ბრძოლაა. წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება, სეზონი გრძელია და არ ვიცით რა მოულოდნელი პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ. ფაქტი კი ის არის, რომ გუნდი ძლიერდება და ეფექტიანი ხდება”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო