11 X 11
სპორტული პორტალი

მილანის პირველი მარცხი, თანაც იუვესაგან [VIDEO]

0
მილანი-იუვენტუსი 1:3 გოლები: კიეზა, 18 (0:1); კალაბრია, 41 (1:1); კიეზა, 62 (1:2); მაკინი, 76 (1:3). იტალიის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩი მილანში, “სან სიროზე” შედგა. ლიდერი და აქამდე დაუმარცხებელი “მილანი” “იუვენტუსს” მასპინძლობდა. ორივე გუნდს საკადრო პრობლემები კი ჰქონდა, მაგრამ შეიძლება ითქვას, თანაბარძალოვანი. მთელი მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მეორეში აშკარად გამოიკვეთა ბიანკონერის უკეთესი შეთამაშება, ცოტა იღბალიც და ამ გამარჯვებით ტურინელებმა როსონერისთან პოტენციური ჩამორჩენა ოთხ ქულამდე დაიყვანეს და ეს სკუდეტოსათვის ბრძოლას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო