11 X 11
სპორტული პორტალი

ვითომ გაჭენდა ბარსელონა? [VIDEO]

0

ბილბაო-ბარსელონა 2:3

გოლები: უილიამსი, 3 (1:0); პედრი, 14 (1:1); მესი, 38 (1:2); მესი, 62 (1:3); მუნიაინი, 90 (2:3).

ამ დაპირისპირებას ორივე გუნდისათვის დიდი დატვირთვა ჰქონდა. ბასკების ახალი თავკაცი მარსელინიო პირველ მატჩს ატარებდა ახალი გუნდით და ბუნებრივია მოგება სურდა, თანაც სამი ქულით “ბილბაო” ევროზონას მიუახლოვდებოდა. “ბარსელონაზე” კი სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. კუმანის ხელში გუნდი ვერა და ვერ დასტაბილურდა.

კუმანმა თავი დაანება სამი ცენტრალური მცველით თამაშს და ახლაც ასე იყო. ტაქტიკა იქით იყოს და სტუმართა დაცვის ცენტრმა ჩვეული შეცდომა დაუშვა და სწრაფი გოლიც მიიღეს. თვალშიმოსახვედრი გახლდთ, რომ ბასკები მკაცრად ზონური დაცვით თამაშობდნენ, მაგრამ მოწინააღმდეგები მჭიდროდ არ აჰყავდათ, ბურთის მიღებისა და დამუშავებისათვის დიდ დროს აძლევდნენ და კატალონიელებსაც მეტი რა უნდოდათ? ამან მათი ტექნიკური უპირატესობა გამოაჩინა და დროდადრო მოედანზე იმ დიდებულ “ბარსას” ვხედავდით, რომელიც ასე მოენატრა ლამაზი ფეხბურთის დამფასებლებს.

კარგი იყო მესი, საქები სიტყვები ეკუთვნის ახალგაზრდა პედრისაც, რომელმაც გოლი-შედევრი გაატანინა ლეოს და საერთოდაც სტუმართა გამარჯვება ეჭვქვეშ არ დამდგარა, მაგრამ უფრო ძლიერ და ხისტ მეტოქესთან ამ გუნდს ჯერაც ძნელად თუ რამე გამოუვა.

მადრიდულმა AS-მა ამ მატჩის მიმოხილვას სათაურად “ბარსელონა გაჭენდა” გამოუტანა, რაშიც ეჭვი გვეპარება, თუმცა ის კი ფაქტია, რომ ბლაუგრანამ ლიდერთა სამეულში შეაღწია.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო