არსენალმა სესხი აიღო
ლონდონის „არსენალმა“ ერთ-ერთი ბანკისაგან 120 მილიონი ფუნტი ისესხა. ეს თანხა მიმდინარე დავალიანებების დაფარვას მოხმარდება, რომელიც პანდემიის გამოისობით დაუგროვდა. კრედიტი მოკლევადიანია და „კანონირებმა“ ის ამ წლის მაისში უნდა დააბრუნონ.