11 X 11
სპორტული პორტალი

ბლატერი მძიმე მდგომარეობაშია

0
ფიფას ექს-პრეზიდენტი, 84 წლის იოზეფ ბლატერი, მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოშია გადაყვანილი. რა სჭირს კონკრეტულად, არ ასახელებენ. მისმა ქალიშვილმა კორინმაც დაადასტურა ეს ცნობა, თუმცა დასძინა, რომ მამამისის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორიოდე კვირის წინ შვეიცარიის პროკურატურამ ბლატერის წინააღმდეგ კიდევ ერთი ბრალდებით დაიწყო გამოძიება.  ფიფას მუზეუმისათვის შენობის მრავალწლიანი არენდით აღება და მისი რეკონსტრუქცია კორუფციულ გარიგებაზე აჩენს სერიოზულ ეჭვებს.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო