11 X 11
სპორტული პორტალი

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს დამაარსებელი პენსიაზე გავიდა

International Olympic Committee (IOC) member, Richard (Dick) Pound poses in the International Centre for Olympic Studies after speaking at The University of Western Ontario's, Western Law speaker series in London, Ontario, Monday, Nov. 1, 2010. The address entitled "When is Sport no Longer Sport" dealt with the cheating in all levels of sport. (AP Photo/The Canadian Press, Dave Chidley)
0

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი დიკ პაუნდი პენსიაზე გავიდა. მისი თაოსნობით დაარსებულ ამ ორგანიზაციას ის 1999-დან 20007 წლამდე ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი დირექტორთა საბჭოს წევრი გახლდათ. 78 წლის პაუნდს წესდების მიხედვით აღარ შეეძლო მეტჯერ ამ პოსტის დაკავება და გადადგა.

პაუნდი სათავეში ედგა 2015 წელს შექმნილ დამოუკიდებელ კომისიას, რომელმაც გამოიძია დოპინგის ტოტალური გამოყენება რუსეთის მძლეოსნებს შორის, რის შემდეგაც მათ აეკრძალათ საერთაშორისო ასპარეზობებში მონაწილეობა. ამ გამოძიებას დომინოს პრინციპით მოჰყვა სოჭის ოლიმპიადის დროს რუსების მიერ ანალიზების მაშტაბური გაყალბების აღმოჩენა და რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოსათვის ლიცენზიის ჩამორთმევა, ამ სააგენტოს უფროსის გრიგორი როდჩენკოვის საზღვარგარეთ გაქცევა და მის მიერ მიწოდებულ იქნა ინფორმაცია, რომ სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენება და მისი ზემოქმედების კვალის წაშლა ან სულაც ანალიზისთვის არებული მასალების “სუფთა მასალებით” ჩანაცველება რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების მითითებით კეთდებოდა.ყველაფერ ამას კი ის მოჰყვა, რომ ახლა რუს სპორტსმენებს, ისიც მხოლოდ “სუფთებს”, უფლება აქვთ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა, მაგრამ არა რუსეთის სახელით.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო