პორტუგალიაში ფეხბურთელი გარდაიცვალა
პორტუგალიის მესამე ლიგის „ალვერიკისა“ და „ალმეირას“ მატჩის დროს მასპინძელთა გუნდის 24 წლის ბრაზილიელ ალექს აპოლინარიოს გული გაუჩერდა. ექიმები ხუთი წუთის მანძილზე ცდილობდნენ მის გადარჩენას, დეფიბრილატორიც გამოიყენეს, საავადმყოფოშიც მოასწრეს მისი გადაყვანა, მაგრამ მაინც ვერ უსაშველეს.