ქეცბაიას მორიგი ჯარიმა “გამოუწერეს”
“ანორთოსისის” მწვრთნელ თემურ ქეცბაიას კვიპროსის ფეხბურთის ფედერაცია ხშირად აჯარიმებს, ამჯერად კი საკუთარი გუნდის ფეხბურთელთან არასპორტული საქციელის გამო დასაჯა.
“ომონიასთან” მატჩის (0:3) 28-ე და 34-ე წუთებზე ქეცბაიამ თავისი გუნდის ფეხბურთელის მიმართ არასპორტული საქციელი ჩაიდინა და larnakasports-ის მტკიცებით, ისევ დააჯარიმეს.