11 X 11
სპორტული პორტალი

საუკეთესო “პრანკი” ფეხბურთის ისტორიაში: თასი აღმართა, პრეზიდენტს ხელი ჩამოართვა და ავტოგრაფებიც კი დაარიგა [VIDEO]

0
2002 წლის 11 მაისს საფრანგეთის თასის ფინალში „ლორიენმა“ „ბასტია“ დაამარცხა. მალე რემი გაილარმა  გამარჯვებულთა ფორმა ჩაიცვა და ფეხბურთელებში გარევა მოინდომა. იქ ვერავინ შეამჩნია, თუმცა თქვენს ეკრენებზე კარგად დაინახავთ – დაჯილდოებისას ფეხბურთელებთანე ერთად არის, საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაქს ხელს ჩამოართმევს(ვიღაცამ პრეზიდენტს უთხრა, რომ რემიმ ძალიან კარგად ითამაშა და ერთმანეთს ხელი გაუწოდეს). ამის შემდეგ რემი არ ჩერდება და მოედანზე ისე შევა, რომ დაცვაც ვერ შეამჩნევს. არა და ფეხზე კედები აცვია, ყველას უნდა დაენახა, მაგრამ, როგორც ჩანს, არავის ადარდებდა. ის თითქოს გუნდის ნაწილია, მათთან ერთად ფოტოს გადასაღებად მიდის, ფეხი კი აუცდება და ფოტოგრაფების თვალწინ დაიმტვრევა, მაგრამ არაფერი. ამის შემდეგ კამერაში თავის დევიზსაც დაიყვირებს და თასსაც აღმართავს, ისე, რომ ფეხბურთელებსაც კი არ უჩნდებათ პროტესტის გრძნობა. შემდეგ კი ფანებთანაც გარბის, მათთან ერთად აღნიშნავს… ცეკვავს და გამარჯვებას მოთამაშეებთან ერთად აღნიშნავს. კარის ჩარჩოში შესულს კაპიტანი დარშევილიც გადაეხვევა. კამერაში კარგად გამოჩნდება და შემდეგ დიქტორი სიტყვასაც კი მისცემს და რემიც იტყვის, რომ ფრანგმა მწვრთნელებმა იცოდნენ, თავისუფალი აგენტი ვარო. უკან ფეხბურთელებთან ბრუნდება, ფანებს ემშვიდობება და ავტოგრაფების გაცემასაც კი იწყებს.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო