11 X 11
სპორტული პორტალი

შენგელიას ცსკა-ს 12-მატჩიანი მოგებათა სერია ბასკონიამ შეწყვიტა

0
ევროლიგის მე-18 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა სტუმრად 93:95 დამარცხდა “ბასკონიასთან” და ამით მოსკოვური გუნდის 12-მატჩიანი გამარჯვებათა სერია შეწყდა. შენგელიამ 28:57 წუთში 13 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 11-ს გაუტოლდა. თორნიკემ 14-დან 5 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო ჩაგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა. თუმცა, ცსკა 14 მოგებით მაინც ლიდერია და 13 იანვარს “ჟალგირისს” უმასპინძლებს.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო