11 X 11
სპორტული პორტალი

ყველა ბრაზილიელი, ვინც “ოქროს ბურთი” მოიგო

0
„ოქროს ბურთის“ მომგებ ბრაზილიელებზე რომ მიდგება საქმე, ალბათ ძალიან ცოტა მკითხველმა თუ იცის, რომ მათი ოდენობა მხოლოდ 4-ია… ცხადია, მიზეზი ის არის, რომ “ფრანს ფუტბოლი” 1991 წლამდე ამ ჯილდოს მხოლოდ ევროპელ ფეხბურთელებს გადასცემდა. თქვენ, რა თქმა უნდა, ოთხივეს კარგად იცნობთ, მაგრამ მათი გახსენება კიდევ ერთხელ წარმოგვიდგენს გონებაში მათ დიდებულ და ულამაზეს თამაშს. ბრაზილიელები ხომ სწორედ ფეხბურთის ლამაზად თამაშთან ასოცირდებიან. An anticipated Christmas present On this day in 1997 France Football  rewarded #ronaldo with his first Ballon d'Or. Unforge… | Ronaldo, Ronaldo  inter, Football books
  1. რონალდო. 1997 და 2002 წლები. თავდამსხმელი

უეჭველად მისმა თამაშმა გახადა იძულებუილი „ფრანს ფუტბოლი“ მის მიერ დაარსებული პრიზი მხოლოდ ევროპელებისათვის კი არა, მთელი მსოფლიოს ფეხბურთელთა ჯილდოდ ექცია. კიჭას მანამდე თითქმის ყველა პრიზი ჰქონდა მოგებული, გარდა „ოქროს ბურთისა“ და ისიც არგუნეს. ის სეზონი მან „ბარსელონაში“ დაიწყო და ბოლოს 49 მატჩში 47 გოლი ჰქონდა გატანილი. გახდა ლა ლიგის პიჩიჩი (საუკეთესო ბომბარდირი), 37 მატჩში გატანილი 34 გოლით, მოიგო „ოქროს ბუცი“ და იმ დროისათვის სარეკორდო თანხად, 25 მილიონ ევროდ მილანის „ინტერში“ გადავიდა. სწორედ ამ შედეგების გამო აღიარეს მსოფლიოში საუკეთესოდ და ამასთან ხმოსნები მისმა ულამაზესმა თამაშმაც მოხიბლა. მეორედ „ფენომენმა“ „ოქროს ბურთი“ „რეალში“ თამაშისას მიიღო. თუმცა, მთავარი რამაც ეს განაპირობა, 2002 წლის მუნდიალი გახლდათ. იქ მისი ასპარეზობა მხოლოდ ერთი სიტყვით შეიძლება დახასიათდეს – ლეგენდარული! ვისაც ის მუნდიალი ახსოვს, არასოდეს დაავიწყდება მისი ვარცხნილობა და გოლების აღნიშვნის ორიგინალური მანერაც. იმ წელს „ინტერში“ მაინცდამაინც არ გამოუჩენია თავი, რადგან მუხლის წყეულმა ტრავმამ შეუშალა ხელი და შემდეგაც წერტილი დაუსვა მის კარიერას. კიჭამ ბედად მოასწრო მუნდიალისათვის ფორმაში ჩადგომა, გუნდთან ერთად დიდებულად ითამაშა, ფინალში გერმანია პირში ჩალაგამოვლებული დატოვა და დამსახურებულადაც ირგუნა მეორე „ოქროს ბურთი“. 1997 წელს რონალდომ 222 ქულა მიიღო და კოლოსალური სხვაობით ჩამოიტოვა უკან პრედრაგ მიატოვიჩი (72) და ზინედინ ზიდანი (63). Rivaldo Incredible Passing Skill - YouTube
  1. რივალდო. 1999 წელი. თავდამსხმელი
„ბარსელონას“ კიდევ ერთი ბრწყინვალე თავდამსხმელი. მეოცე საუკუნის ბოლოსწინა წელს მან დამსახურებულად მიიღო „ოქროს ბურთი“. ის წელი მისთვის მართლაც ნაყოფიერი გამოდგა. „ბარსასთან“ ერთად ესპანეთის ჩემპიონობა. ბრაზილიის ნაკრებთან ერთად სამხრეთ კოპა ამერიკა, მაგრამ ეს არ იყო მთავარი. „ფრანს ფუტბოლის“ ხმოსნები ამ ტიტულებთან ერთად მისმა ლამაზმა და ჭკვიანურმა თამშმა მოხიბლა, ისევე როგორც მისმა ლიდერულმა თვისებებმა, როგორც კლუბში, ისე სელესაოში. სწორედ ამით აჯობა მეორე ადგილზე გასულ დევიდ ბექჰემს, რომელიც იმ წელს, ჩემპიონთა ლიგის ლეგენდარული ფინალისას, რომელშიც „მანჩესტერმა“ „ბაიერნი“ დაამარცხა, თავისი გუნდის ნამდვილი წინამძღოლი გახლდათ. მესამე ადგილი  ანდრეი შევჩენკოს ერგო. რივალდომ 219 ქულა მოაგროვა, ბექჰემმა 154, შევჩენკომ 64. Top 10 Ballon d'Or winners of Premier League era ranked by Shearer and  Wright with Ronaldinho just SIXTH
  1. რონალდინიო. 2005 წელი. ნახევარმცველი, თავდამსხმელი
ო, რა სასიამოვნოა ფეხბურთის გურმანისათვის ამ სახელის წარმოთქმა! ამ სიის არც ერთ ფეხბურთელს არ სჭირდება მათი წარდგენა. ჩემი მოკრძალებული ამოცანა იმის გააზრებაა თუ რატომ მიანიჭეს მათ წლის საუკეთესო ფეხბურთელობა. მივყვეთ. ლა ლიგა რონიმ „ბარსელონასთან ერთად მოიგო. აი, ჩემპიონთა ლიგიდან კი „ბარსა“ მერვედფინალიდან „ჩელსიმ“ გამოაგდო, მაგრამ რონალდინიო კი ფანტასტიკურად თამაშობდა. ერთ მატჩში მან მისი ერთ-ერთი მართლაც  დაუვიწყარი გოლი გაიტანა, როდესაც ადგილზე მდგარმა პიოტრ ჩეხს დაბალ კუთხეში შეუგდო ბურთი. ეს ნამდვილი ჯადოქრობა გახლდათ, რომლის წარმოდგენაც კი შეუძლებელი ჩანდა. იმავე წლის ნოემბერში მან კიდევ ერთი სასწაულებრივი გოლი გაიტანა „ელ კლასიკოში“, როდესაც ჯერ ნახევარი „რეალი“ მოატყუა და საჯარიმოში შეჭრილმა იკერ კასილიასს მოულოდნელი დარტყმით ახლო კუთხეში გაუტანა. ამ შეხვედრის შემდეგ „სანტიაგო ბერნაბეუმ“ ოვაცია მოუწყო გაუჩოს, რაც ძალიან, ძალიან ბევრს ნიშნავს. ამავე წელს მსოფლიოში საუკეთესო  ის FIFPRO-სა და ფიფას  ვერსიითაც გახდა. რონალდინიომ 225 ქულა მიიღო, ფრენკ ლამპარდმა 148, სტივენ ჯერარდმა 142. Exactly 10 years ago, Kaka was the last human to win the Ballon d'or. :  ACMilan
  1. კაკა. 2007 წელი. შემტევი ნახევარმცველი
მსოფლიო ფეხბურთის „ოქროს ბიჭი“. ეს თიკუნი მდიდარი ბრაზილიური ოჯახისა და საგვარეულოს გამო კი მიიღო, მაგრამ თავისი დიდებული თამაშით ნამდვილად გაამართლა. იმ ხუთწლედში კაკა  მართლაც ძალიან კარგი გახლდათ, ხოლო პიკი 2007-ში დაუდგა. მისი მთავარი გამარჯვებები ჩემპიონთა ლიგას უკავშირდება. ერთ ამ ტურნირში მან 10 გოლი გაიტანა, რითაც დიდად განაპირობა მისი „მილანის“ გამარჯვება და დამსახურებულადაც აღიარეს ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად. სწორედ მისი მშვენიერი პასით გაუტანა ფინალში ფილიპო ინძაგიმ „ლივერპულს“ გამარჯვების მომტანი გოლი. იმ წელს მას მართლაც არ ჰყავდა ბადალი, რასაც ხმოსნების გადაწყვეტილებაც თვალნათლივ აჩვენებს. კაკა 444 ქულა, კრიშტიანო რონალდო 277 ქულა, ლიონელ მესი 255 ქულა. ამის შემდეგ კი მსოფლიო ფეხბურთში ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს  დომინაციის ერა დაიწყო. და ბოლოს, ამ ოთხეულიდან სამი „ბარსელონაშია“ ნათამაშები, ერთი კი „რეალში“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბრაზილიელებისათვის ლა ლიგა ბევრად უფრო ახლობელია.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო