11 X 11
სპორტული პორტალი

ზიდანმა სერხიო რამოსზე არაფერი იცის

0
კითხვაზე თუ რა იცის სერხიო რამოსსა და კლუბს შორის კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე, მადრიდის “რეალის” თავკაცმა ზინედინ ზიდანმა უპასუხა, რომ არაფერი, გარდა იმისა, რაც ცნობილია, მან არ იცის. ზიზუმ დაამატა, სატრანსფერო ბაზარზე ისეთი რამეები ხდება, რომ არაფრის პროგნოზირება არ შეიძლება და ამიტომ მთელი ყურადღება მიმდინარე საკითხებზე აქვს გადატანილი. ამ პასუხით აშკარა ხდება, რომ ზიდანი მაქსიმალურად არიდებს თავს თავისი პოზიციის ღიად გამოხატვას, რათა კლუბის ბოსი ფლორენტინო პერესი არ გაანაწყენოს, რომელსაც, ისე მოჩანს, სერხიო რამოსის გუნდიდან გაშვება უნდა.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო