შალკეს პირველი მოგება 1 წლის შემდეგ
“შალკეს”, რომელიც ბუნდესლიგის მყარი აუტსაიდერია, შარშან 17 იანვრის შემდეგ გერმანიის ჩემპიონატში მატჩი არ ჰქონდა მოგებული. ამ პერიოდში მწვრთნელები გამოიცვალა, მაგრამ გელზენკირხენელთა საშველი არ ჩანდა და აგერ დღეს, გამოცდილი თავკაცის ჰუბ სტევენსის ხელში, როგორც იქნა, მოიგეს, თანაც 4:0 სძლიეს “ჰოფენჰაიმს”. ამ მოპოვებული 3 ქულით “ხუმარებმა” ბოლოსწინა, მე-17 ადგილზე გადაინაცვლეს.