ასეთი ამბების გამო გვიყვარს ფეხბურთი: “ტოტენჰემის” ნახევარმცველს ლამის ფეხი მოტეხეს, თვითონ კი ღირსეული მაგალითი აჩვენა
უფრო მნიშვნელოვანი კი ის იყო, როგორც ჰოიბერგი მოიქცა – მან დასილვას მხარი დაუჭირა:Anyone that knows me, knows it was never intentional.. will learn from this.🙏🏿🐝
— Joshua Dasilva (@joshdasilva_) January 6, 2021
“რა თქმა უნდა, არ გინდოდა. არც იდარდო, ვიკინგი ვარ, არაფერი მჭირს. მაგრამ იცოდე, ჩემთან ვალში ხარ, 1 დამცავი (“შიტოკი”) გმართებს” – დაწერა და სიცილის ემოციაც არ დავიწყებია.თუმცა, ჰოიბერგი მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა:“წინ დიდი მომავალი გელოდება, მთავარია გულმოდგინე შრომა განაგრძო. შენ და კლუბს წარმატებებს გისურვბთ. გეხვევი, პიერ-ემილ ჰოიბერგი” – პოტენციურად კონფლიქტური სიტუაცია ასეთ ღირსეულ ნაბიჯად გადაისახა.მებრძროლ ჰოიბერგს შეხვედრის ჩამთავრება უნდოდა, მაგრამ მოურინიომ მინდორზე ცოცხალი თავით არ შეუშვა და 86-ე წუთზე შეცვალეს კიდეც. თუმცა, მზად იყო თამაში ასეთი ჭრილობით გაეგრძელებინა:Of course you didn’t mean it. So don’t worry. I’m a viking and I am fine. But… You owe me a new shin pad 😇.
You have a great future ahead @joshdasilva_ . Be strong & keep working hard. Best of luck to you and your team. Big hug, Pierre-Emile Højbjerg. https://t.co/D6fL12OyQx— Pierre-Emile Højbjerg (@hojbjerg23) January 6, 2021
ლიგის თასის ფინალში ჟოზე მოურინიო მე-5-დ გავიდა, წინა 4 კი ტრიუმფით აქვს დასრულებული. 2017 წელს კი ჟოზემ “მანჩესტერთან” ერთად ფინალში “საუთჰემპტონი” დაამარაცხა, გუნდი, რომლის წევრიც ჰოიბერგი იყო.Can’t believe Højbjerg argued with Jose to continue to play after Dasilva did this to his leg. Machine pic.twitter.com/RDbZS8hynX
— Martin🇳🇴 (@NorwegianSpursy) January 5, 2021