11 X 11
სპორტული პორტალი

ბარსელონა შესამჩნევად უმატებს [VIDEO]

0

გრანადა-ბარსელონა 0:4

გოლები: გრიზმანი, 12; მესი, 35;42; გრიზმანი, 63.

გაძეება:ვალეხო, 78 (გ).

დასაწყისიდანვე „ბარსელონა“ დომინირებდა და ასე გაგრძელდა მატჩის ბოლომდე. მართალია, მასპინძლები თავიდანვე განწირულნი ჩანდნენ, მაგრამ საკმაოდ კარგი გუნდისაგან მთლად ასე უხეირო თამაშსაც არავინ მოელოდა.

„ბარსა“, როგორც იტყვიან, რასაც უნდა იმას აკეთებდა. გასაკვირად კარგი და ლაღი იყო გრიზმანი, ამავეს ვიტყვით დე იონგზე, ხოლო მესი მართლაც შეუდარებელი გახლდათ. მისი ორივე გოლი, მათგან ერთი ჯარიმიდან, ძალიან ლამაზები გამოდგნენ.

მეორე ტაიმში, როდესაც გრიზმანმა თავისი დუბლით ანგარიში 0:4 გახადა, კუმანმა მესი და დე იონგი დაასვენა. მალევე დარჩენილი სამი ცვლილებაც გამოიყენა და მატჩი მშვიდად მიიყვანეს ლოგიკურ დასასრულამდე.

„ბარსელონაში“ მე-600 მატჩის ჩამტარებელი სერხიო ბუსკეტსიც კარგი გახლდათ და ისე როგორ იქნებოდა “საიუბილეო” შეხვედრაში მოედანი “კუთვნილი” ყვითელი ბარათის გარეშე დაეტოვებინა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო