ლა ლიგაში საუკეთესო იაგო ასპასია
ესპანეთის ჩემპიონატის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ვიგოს „სელტას“ თავდამსხმელი იაგო ასპასი დასახელდა. მან 5 ჩატარებულ მატჩში 4 გოლი გაიტანა და ამდენჯერვე საგოლედ უპასა პარტნიორებს. ეს ინფორმაცია ლა ლიგის ოფიციალური საიტიდანაა.