11 X 11
სპორტული პორტალი

ბერიშვილის ალ შამალი ლიდერებში გამაგრდა

0
ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატში კლუბი ალ შამალი გალიდერდა, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, მიხეილ ბერიშვილი იცავს. ალ შამალმა ამჯერად ალ ვაკრას სძლია (71:67), ქართველმა ფორვარდმა კი ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა და 40 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. ბერიშვილმა 5-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო. 7 მოგებითა და 3 მარცხით ალშამალელები პირველ ადგილზე არიან, თუმცა დაკარგული ქულებით 8 მოგებისა და 1 მარცხის მქონე ალ გარაფა და ალ აარაბი ლიდერობენ. შემდეგ მატჩს ბერიშვილის გუნდი 12 იანვარს, ალ რაიანთან გამართავს. GBF.GE
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო