11 X 11
სპორტული პორტალი

ლიგა 1-ში წლის ავტოგოლი არ გავიდა – სიცილი ვერც მეკარემ შეიკავა [VIDEO]

0
ლიგა 1-ის შეხვედრაში “ბრესტმა” “ნიცას” 2:0 მოუგო, თუმცა შეხვედრის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი საკუთარ კართან “ბრესტის” მეკარე გოტიე ლარსონერმა შექმნა. 23-წლის მეკარემ მიღებული პასი მთლად კარგად ვერ დაამუშავა, ბურთის კუთხურზე არგაშვება სცადა და მთელი ძალით ამოსცხო ბურთს ფეხი და ჯერ ხარიხას გაარტყა ბურთი, შემდეგ ძელს. სხვათა შორის, ძალიან გაუმართ₾ა, ბურთი მოწინააღმდეგეს მიუვიდა, თუმცა კარგად დარტყმა ვეღარ მოასწრო. ლარსონერი ტოპ 5 ლიგის ახალბედაა. ის “ბრესტის” აღზრდილია და უკვე 4 სეზონის განმავლობაში ძირითადი მეკარეც გახლავთ, თუმცა 2 წელი ლიგა 2-ში ითამაშა. საფრანგეთის ფედერაციის სატირულმა “ტვიტერმა” ეს დარტყმა კვირის მომენტად აღიარა. გოტიემ კი აღიარებას ასეთი პასუხი გასცა: “ცოტა შრომა და ცოტა ყ…ობა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ბოლოს და ბოლოს პირველი ტიტულიც მიმეღო. ამაყი ვარ, ეს ჩემთვის დიდი პატივია!” კლუბის პრესსამსახურში კი თქვეს, რომ უკეთესი იყო, ყურადღება იმისთვის დაეთმოთ, თუ რამდენად კარგად თამაშობს ლარსონერი მეკარის პოზიციაზე. სხვათა შორის, ის საფრანგეთის ლიგის ერთერთი საუკეთესო მეკარეა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი გოლი გაუშვა. 4 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა (როგორც მანდანდამ) და 90 წუთში განხორციელებული სეივებით მე-6 ადგილს იკავებს. თუ ხელს სიმაღლე არ შეუშლის, შესაძლოა, ის უფრო სერიოზულ დონეზე, უფრო სერიოზულ კლუბში ვიხილოთ. ლარსონერი სიმაღლესი 180 სანტიმეტრია, რაც, მაგალითად, ინგლისის პრემიერ ლიგისთვის ზედმეტად ცოტა გახლავთ…
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო