11 X 11
სპორტული პორტალი

მილანი ლიდერობას არ თმობს [VIDEO]

0
მილანი-ტორინო 2:0გოლები: ლეაო, 25; კესიე, 36-პენ.იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩში გათამაშების ლიდერმა “მილანმა” “ტორინო” ისტუმრა. ერთი შეხედვით ტურინული აუტსაიდერის ძლევა როსონერის არ უნდა გასჭირვებოდა და თითქოს ასეც მოხდა, მაგრამ თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, ამას ვერ ვიტყვით. პიემონტელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მასპინძლებს, რომელთა თამაშში ბევრი ნაკლი მოჩანდა, მაგრამ კლასმა მაინც თავისი გაიტანა და პირველ ტაიმში გატანილი ორი გოლით როსონერიმ მორიგი სამი ქულა გაინაღდა და ამ ტურის შემდეგაც მას მდევარი თანაქალაქელი “ინტერი” ვერ დაეწევა. 
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო