11 X 11
სპორტული პორტალი

მოიესი ფეხბურთელებს იცავს

0

„ვესტ ჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა მედიას მოუწოდა მაინცდამაინც ფეხბურთელების წინააღმდეგ ნუ ააგორებენ შავ პიარს, აქაოდა, ეგენი ძალიან ხშირად არღვევენ საკარანტინო ზომებსო.

„ყველას გვყავს ისეთი ახლობელი თუ არა, ნაცნობი მაინც, რომელმაც პანდემიური შეზღუდვები დაარღვია და ამისთვის ისინი ანათემისათვის არ გადაგვიცია. ფეხბურთელებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ამიტომ სხვებისგან ნუ გამოვარჩევთ. მათ თითქმის ყოველდღე უხდებათ ტესტის გაკეთება და სხვებთან შედარებით ინფექციის ნაკლებად გადამტანები არიან“, – ბრძანა მოიესმა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო