11 X 11
სპორტული პორტალი

რეალმა წაიფორხილა და ბარსელონა კუდზე დააჯდა [VIDEO]

0
ოსასუნა-რეალი 0:0ლა ლიგას მე-18 ტურში მადრიდის “რეალი” პამპლონას ეწვია და წესით და რიგით, აუტსაიდერ “ოსასუნასგან” 3 ქულა უნდა წაეღო. მართალია, მადრიდელებს ცუდი ამინდის გამო მგზავრობა გაუჯანჯლდათ, იქ ჩასულებს არც კარგი სავარჯიშო პირობები დაუხვდათ, მაგრამ დიდთოვლობა მასპინძლებისთვისაც იყო და ეს გამამართლებელ მიზეზად ნამდვილად არ გამოადგება ზიდანის გუნდს.მთელი მატჩის მანძილზე “რეალს” კი ჰქონდა ძალიან დიდი ტერიტორიული უპირატესობა, მაგრამ შეტევაში გუნდი ძალიან სწორხაზოვნად მოქმედებდა, ყოვლად უფანტაზიოდ და ამით “ოსასუნას” მასირებული დაცვის გადალახვა არ გამოსდიოდა. მასირებული კი ვთქვით, მაგრამ როცა ამის საშუალება ეძლეოდათ, ნავარელები არც კონტრიერიშზე გადასვლას ეკრძალვოდნენ, თუმცა კურტუა შეაწუხესო ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. ასე ჯახირში უგოლო ფრე, შეიძლება ითქვას, ორივე გუნდმა “დაიმსახურა”.ამრიგად, “რეალს” “ბარსელონა”  კუდზე დააჯდა და მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება ლიდერ “ატლეტიკოს”, რომელსაც ამ ტურის საშინაო მატჩი “ბილბაოსთან” დიდთოვლობამ ჩაუშალა, მარაგში სამი თამაში აქვს და მაქსიმალური რაოდენობის ქულები თუ აიღო, თანაქალაქელს მთელი 10 ქულით გაასწრებს 
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო