11 X 11
სპორტული პორტალი

შერმადინის 28 ქულამ ტენერიფე მარცხისგან ვერ იხსნა

0

ესპანეთის ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” გასვლაზე 87:89 დამარცხდა “გიპუზკოასთან”.

შერმადინმა 31:08 წუთში 28 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 33-ს გაუტოლდა. გიორგიმ 15-დან 13 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

“ტენერიფე” 14 მოგებით მე-3 ადგილზეა და 16 იანვარს სტუმრად “გრან კანარიას” დაუპირისპირდება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო