11 X 11
სპორტული პორტალი

“რეალის“ ყველაზე ერთგული ფანი „ხეტაფეს“ პრეზიდენტია – „ბერნაბეუზე“ აბონემენტი აქვს და პერესით აღფრთოვანებულია

0
ანხელ ტორესი აგერ უკვე 18 წელის „ხეტაფეს“ მესაჭეა. ეს „ხელობა“ თითქოს ურიგოდ არც გამოსდის: გულშემატკივართა ტრიბუნაზე გამოჩნდება ხოლმე, გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანაზე ოცნებობს, ლა ლიგადან კი „ხეტაფე“ მხოლოდ ერთხელ გავარდა და ისიც ერთი წლით.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ტორესი უკიდეგანოდაა „რეალზე“ შეყვარებული. მისი ფან-კლუბის წევრია, „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან ძველი დოსტივით ჭუკჭუკებს და ყოველ წელს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 3 აბონემენტს ყიდულობს.
 
 
მაშ ვინ არის ეს ტორესი, რომელმაც „ხეტაფე“ სამშენებლო ბიზნესში ნაშოვნი ფულითა და ქალაქის მერის თხოვნით შეიძინა?
დაიბადა ტოლედოში, ხეტაფეში კი მისი ოჯახი მაშინ გადაბარგდა, როდესაც 10 წლისა იყო. მთელი ჯეელობა იქ გაატარა, სკოლის დასრულების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში არ ჩააბარა და საყოფაცხოვრებო საქონლის მწარმოებელ ფირმა Kelvinator-ში დაიწყო მუშაობა. ფხა გამოიჩინა, დირექტორს დაუმეგობრდა, მცირეოდენი ფულიც იშოვნა და სამუშაო მუშათა გაფიცვის შემდეგ დატოვა, რომელშიც თავადაც იღებდა მონაწილეობას.მერე სამშენებლო ბიზნესს მიჰყო ხელი, რამდენიმე წელიწადში მადრიდის გარეუბან ხეტაფეში ბევრი საცხოვრებელი სახლი ააშენა. მილიონერი გახდა და კომპანიაში თავისი წილი გაყიდა. სათამაშო ბიზნესი იყიდა და გვარიანადაც გამდიდრდა.ფეხბურთი ჩვენს გმირს ბავშვობიდანვე ხიბლავდა, „რეალისა“ და „ხეტაფეს“ მატჩებზე დადიოდა, მაგრამ მხოლოდ „ბლანკოსს“ ქომაგობდა. 2002 წლის დასაწყისში ქალაქის მერი პედრო კასტრო შეუჩნდა და „ხეტაფე“ აყიდინა. ტორესი ამ ამბავს ასე იხსენებს:„ჩვენ „ხეტაფეს“ მატჩზე შევხვდით, აღარც მახსოვს ვის ეთამაშებოდა. კასტრომ მკითხა, მინდოდა თუ არა კლუბის შეძენა. ერთი კვირა ვფიქრობდი, მან კი მგონი ასჯერ დამირეკა. ჯანი გავარდეს-მეთქი ვიფიქრე და ვიყიდე. ამაზე არასოდეს მინანია, ვინაიდან ეს კლუბი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა“.არ იძახის, თორემ რამდენიმეჯერ კლუბის გაყიდვა სცადა, ერთხელ მექსიკელ მილიარდერს მოურიგდა კიდეც, თუმცა ბოლო მომენტში ვეღარ შეთანხმდნენ.„მიყვარს „რეალი“, ბავშობიდან ვგულშემატკივრობ, ზოგიერთ ძველ ფეხბურთელს ვიცნობ კიდეც. ამ გუნდს ჩემი ოჯახი და მეგობრები ქომაგობენ. მისი სიყვარულით ვამაყობ. ეს „ხეტაფეს“ სიყვარულში ხელს როდი მიშლის“, – ბრძანა ანხელმა 2012 წელს. ადრე „ბერნაბეუზე“ კარსუკანა სექტორში ჰქონდა თავისი ადგილი.„ხეტაფეს“ ფანებს ესმით მისი, ვინაიდან ბევრი მათგანი „რეალის“ გულშემატკივარიცაა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ხეტაფე მადრიდის გარეუბანია და კლუბებს ინტერესთა კონფლიქტი თითქმის არ ჰქონიათ. ტორესი პერესს რჩევებს ეკითხება, მაგრამ „რეალთან“ ტრანსფერებს იშვიათად ჩარხავს. კიდევ – 8 წელია ვერ დაუმარცხებია ტორესი პერესით აღფრთოვანებულია და თქვენ წარმოიდგინეთ, არაერთხელ სიყვარულშიც კი გამოუტყდა. ისტორიული სიტყვებიც წარმოუთქვამს:„ის გენიოსია. იცის, როგორ ააშენოს მსოფლიოს საუკეთესო გუნდი“.„მუდამ ვეკონტაქტები. ჩვენს ფეხბურთს საუკეთესოს ხდის. ესპანურ ფეხბურთში მთავარი ფუნქციონერია. მისი ღვაწლი განუზომელია“.„ხანდახან რჩევებსაც ვეკითხები. ჩვენს კლუბს პატივს სცემს. ფლორენტინოთი აღფრთოვანებული ვარ და მასთან თანამშრომლობა მსიამოვნებს“.18 წლის განმავლობაში ამ ორმა კლუბმა 24 ტრანსფერი განახორციელა. ორჯერ „რეალმა“ „ხეტაფეს“ ფეხბურთელებში კარგი ფულიც გადაიხადა.2008 წელს რუბენ დე ლა რედი 4.7 მილიონ ევროდ მიჰყიდა, რომელმაც ნახევარი წლის შემდეგ კარიერა გულის პრობლემების გამო შეაჩერა, ხოლო ორი წლის მერე თამაშს საერთოდ თავი დაანება.2012 წლის ივლისში პედრო ლეონი 10 მილიონად მიჰყიდა. ტორესმა თქვა, რომ ასეთ დიად გუნდში მათი ფეხბურთელების გადასვლა საამაყოა. 2013 წელს პედრო ლეონი იჯარით უკან დაიბრუნა, ორი წლის მერე კი მისი კონტრაქტი 6 მილიონად გამოისყიდა.„რეალი“ და „ხეტაფე“ ერთმანეთს 30-ჯერ შეხვდნენ – 22-ჯერ „რეალმა“ იმარჯვა, 5-ჯერ „ხეტაფემ“, 3-ჯერ კი დაზავდნენ. ბურთების შეფარდება – 71:27. ბოლოს გარეუბნელებმა „სამეფო გუნდი“ 2012 წელს დაამარცხეს. უკანასკნელი 13 მატჩიდან „ხეტაფემ“ მხოლოდ 1 არ წააგო.ტორესს და „რეალს“ კიდევ ერთი რამ აერთიანებთ – „ბარსელონას“ „სიყვარული“. 2019 წელს, როდესაც „ხეტაფემ“ მარკ კუკურელია ინათხოვრა, ტორესმა თქვა, რომ ახლა ის ნორმალურ გუნდში თამაშობს. ზაფხულში კუკურელიას კონტრაქტი გამოისყიდა და აი, სიტყვებიც, რომელიც მის ბაგეებს მოსწყდა:„ძალიან მოხარული ვარ, რომ მარკი ჩვენთან ითამაშებს და განვითარდება. ეს მისი კარიერისთვის სწორი გადაწყვეტილებაა. „ბარსელონა“ იმის გამო არ მიყვარს, რომ არ იციან ახალგაზრდებთან მუშაობა. ჩვენ კი მარკს პროგრესირებაში დავეხმარებით“.წყარო: AS.com
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო