11 X 11
სპორტული პორტალი

ჩხუბისთვის პირველივე მატჩში გააძევეს – ედგარ დავიდსმა პორტუგალიური გუნდი ჩაიბარა

0
“იუვენტუსის”, “ინტერის”, “ბარსელონასა” და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ ედგარ დევიდსს პორტუგალიის მესამე ლიგის გუნდ “ოლიანენსეს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სწორედ მისთვის შესაფერისი დებიუტი ჰქონდა. 47 წლის სპეციალისტმა გუნდი “ლუზიტანუ ევორას” წინააღმდეგ გაიყვანა. შეხვედრა ფრედ , 0:0 დასრულდა, თუმცა მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ ფეხბურთელებმა ჩხუბი ატეხეს. არავისთვის გასაკვირად, ჩხუბში დავიდსიც ჩაერთო და როგორც პორტუგალიური მედია წერს, ღირსეულად იჩხუბა. ედგარმა წითელი ბარათი მიიღო, მისმა კოლეგამ კი ყვითელი. De Telegraaf წერს, რომ თამაშის შემდეგ დავიდსს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. დავიდსი დაუნდობელი მოჩხუბარი მოედანზეც იყო და მის მიღმაც. “ბარნეტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სულ 9 მატჩი დაჰყო და აქიდან 3-ჯერ წითელი, 4-ჯერ კი ყვითელი ბარათი მიიღო. ნიდერლანდელს კარიერაში 19 ტიტული აქვს მოგებული. წყარო: Eurosport
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო