11 X 11
სპორტული პორტალი

“გრემიოს” მწვრთნელმა მეტოქის შეტევა ეშმაკურად გააჩერა, თავი კი ორიგინალურად იმართლა [VIDEO]

0
“გრემიოს” მთავარმა მწვრთნელმა რენატო გაუშომ “ფორტალეზასთან” თამაშის დროს ეშმაკურ ხერხს მიმართა და მეტოქეს შეტევის გაგრძელების საშუალება არ მისცა. ეპიზოდი შეხვედრის მე-20 წუთზე მოხდა, როცა მასპინძელთა მცველი კარლინოსი ბურთის გადარჩენას ცდილობდა და მინდვრიდან ლამის “გრემიოს” სამწვრთნელო შტაბში შევარდა. სწორედ ამ დროს იქ გაუშო იმყოფებოდა, რომელმაც ხელებით დაიჭირა მეტოქე და გაქცევის საშუალება არ მისცა. კარლინოსმა არბიტრს ზომების მიღება მოსთხოვა, გაუშომ კი თქვა, რომ არ წაქცეულიყო ამიტომ დავიჭირეო, თუმცა ყვითელ ბარათს ვერ გადაურჩა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. “გრემიო” ბრაზილიის სერია ა-ში მე-5 ადგილზეა, “ფორტალეზა” კი მე-15-ზე. წყარო: Eurosport
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო