11 X 11
სპორტული პორტალი

იუვეს უჭირს, მაგრამ იბრძვის [VIDEO]

0

იუვენტუსი-სასუოლო 3:1

გოლები: დანილო, 50 (1:0); დეფლერი, 58 (1:1); რემსი, 82 (2:1); რონალდო, 90+2 (3:1).

გაძევება: ობიანგი, 45+2 (ს).

„იუვენტუსისათვის“ ყოველ მატჩს პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან ლიდერებთან ქულათა ჩამორჩენა უნდა აღმოფხვრას და ამიტომ ამ სეზონში მშვენივრად მოასპარეზე „სასუოლოსთან“ იოლ გასეირნებას არავინ ელოდა, მაგრამ თუ ასე გაჭირდებოდა მისი გატეხვა, მაინც ძნელი საფიქრებელი გახლდათ.

პირველ ტაიმში თითქმის თანაბარი თამაში იყო, ბურთი საჯარიმოდან საჯარიმომდე ისე მოძრაობდა, რომ არც ერთი კარისკენ სახიფათოდ არ გაფრენილა. ამ ნახევარში მასპინძლებმა ტრავმების გამო ორი დანაკლისი განიცადეს. მოედანი დიბალამ და მაკკინიმ დატოვეს. დანაკლისი და არანაკლებ სერიოზული სტუმრებსაც გაუჩნდათ, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ მსაჯმა ობიანგი გააძევა და „სასუოლო“ საყრდენი ნახევარმცველის გარეშე დარჩა.

თითქოს ამას „იუვესთვის“ დიდი უპირატესობა უნდა მიეცა, თანაც თამაშის განახლებიდან მალე ანგარიში გახსნეს. თუმცა გამჩნდა, რომ სტუმრები დანებებას არ აპირებდნენ და ძალიან გააზრებულად იცავდნენ თავს, ბურთსაც ძალიან დიდხანს იჭერდნენ და თითქმის არ ატევინებდნენ მასპინძლებს. ერთი კონტრშეტევისას ანგარიშიც გაქვითეს და იქიდან მოყოლებული თამაში ისე მიმდინარეობდა, რომ „იუვე“ გოლის გამტანი არ ჩანდა. მოხდა კი ასე. უწყინარი ფლანგური შეტევისას საჯარიმოში განივ ჩაწოდებაზე „სასუოლოს“ ცენტრალურმა მცველმა რატომღაც არ ითამაშა და რემსის ისღა დარჩენოდა, რომ გოლი გაიტანა. აი, აქ უკვე ყველანაირი იმედი დაკარგა „სასუოლომ“ და რონალდომაც მატჩს წერტილი დაუსვა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო