11 X 11
სპორტული პორტალი

 მარგველაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

0
დოჰაში დაწყებულ კატარის მასტერსის პირველ დღეს ექვსი ქართველი ძიუდოისტი ჩაერთო ასპარეზობაში. 60 კგ-მდე კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი და თემურ ნოზაძე ჭიდაობდნენ. ჩხვიმიანი პირველში, ხოლო ნოზაძე მეორე წრეში დამარცხდა. 66 კგ-მდე წონაში ბაგრატ ნიაშვილი მეორე წრიდან გამოეთიშა შეჯიბრებას. ვაჟა მარგველაშვილი პირველი ორი ბრძოლის მოგების შემდეგ, მეოთხედფინალში ისრაელელ შმაილოვთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ყაზახ სერიხანოივს მოუგო და საღამოს ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს. რაც შეეხება ჩვენს ქალებს, ტეტიანა ლევინსკა-შუკვანი და ეთერ ლიპარტელიანი პირველივე წრეში დამარცხდენენ და შეჯიბრებას გამოეთიშნენ.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო